სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. თქვენ შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ ცხოვრებაში, მაგრამ შეინარჩუნოთ სახელი. როდესაც კლიენტის სახელს სწორად წარმოთქვამთ, მან უკვე იცის, რომ თქვენ დიდი ძალისხმევა დახარჯეთ, რათა სწორად წარმოგეთქვათ იგი, ამის საფუძველზე დამსახურებული პატივისცემა და ნდობა კი დიდხანს გაგყვებათ. თუ დაგავიწყდათ კლიენტის სახელი ან არასწორად გამოთქვამთ მას, გულმოდგინე მუშაობა მოგიწევთ სიტუაციის გამოსასწორებლად და სამომავლოდ კლიენტის პატივისცემის კვლავ მოსაპოვებლად (იმ შემთხვევაში, თუ მეორე შანსს მოგცემთ იგი).
ახალ ადამიანებთან შეხვედრა და მისალმება
ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ადამიანები შეხვედრისას და გამომშვიდობებისას, ჩვეულებისამებრ, ხელს ართმევენ ერთმანეთს. მაგრამ, ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი – შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, მოხვევაც მიღებულია. სწორად განსაზღვრეთ, მისალმების რა ფორმა იქნებოდა უფრო მისაღები თქვენი პოტენციური კლიენტისთვის: მოხვევა თუ ხელის ჩამორთმევა. შუა აღმოსავლეთში შეაგროვეთ ცნობები ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. თუკი ახლო ურთიერთობის ხაზგასმა უნდათ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ლოყაზეც გაკოცებენ – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამაკაცს ხვდებით.
ნუ გაუწვდით ხელს ჩამოსართმევად შუა აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყნის მკვიდრ ქალბატონს, სანამ ის თვითონ არ გააკეთებს ამას.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი