ყველა ადამიანს, მიუხედავად ქვეყნისა, რომელშიც ცხოვრობს, სჭირდება პერსონალური სივრცე (მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანს შორის ერთმანეთთან საუბრისას), მაგრამ სხვადასხვა კულტურის ადამიანებისთვის საჭირო პერსონალური სივრცის გავრცელების არეალი შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც მისაღებია თქვენთვის. მაგალითად: ბრიტანელებს უფრო მეტი პირადი სივრცე სჭირდებათ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მცხოვრებთ (როდესაც ინგლისის დედოფლის ფოტოს ნახავთ, ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც მის გვერდით დგანან. ისინი, სავარაუდოდ, მასთან ახლოს არ იდგებიან), რუსებს და შუა აღმოსავლეთის მკვიდრთ კი უფრო ნაკლები პერსონალური სივრცე სჭირდებათ, ვიდრე ამერიკელთა უმეტესობას.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი