- დამატებითი მოცემულობები: შესაძლოა, უკვე არსებული დავალებების პარალელურად პროექტის გუნდის წევრებმა მიიღონ სხვა დავალება სხვა პროექტებში, ისე, რომ არც მოხდეს იმის გათვალისწინება, თუ რამდენად მოახდენს ახალი სამუშაო არსებულ პროექტზე გავლენას (ზედა რგოლის მენეჯმენტმა შეიძლება ჩათვალოს, რომ პროექტის მენეჯერი ყველაფრის მოგვარებას შეძლებს). პერსონალის დროის უკმარისობასთან წარმოქმნილ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით ორგანიზაციას შეიძლება არც კი ჰქონდეს შესაბამისი პროცედურები ან სტანდარტები, რითიც იხელმძღვანელებდა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
- ახალი პერსონალი ახალ გუნდში: ხალხი, რომელსაც არა აქვს ერთად მუშაობის გამოცდილება და არც იცნობს ერთმანეთს, შეიძლება მოხვდეს პროექტის ერთ გუნდში. გუნდის წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობის ნაკლები გამოცდილების გამო შეიძლება შენელდეს პროექტის განხორციელება:
გუნდის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ მუშაობისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტილი.
გუნდის წევრები შეიძლება მიმართავდნენ სხვადასხვა პროცედურას ან სტანდარტებს ერთი და იმავე სამუშაოს შესასრულებლად.
გუნდის წევრებს შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი დრო ურთიერთპატივისცემისა და ნდობის ჩამოსაყალიბებლად.
- არაპირდაპირი ხელმძღვანელობა: უმეტეს შემთხვევაში პროექტის მენეჯერები გუნდის წევრების არაპირდაპირი ხელმძღვანელები არიან. შედეგად, სწორად არ ხდება კარგი ან ცუდი მუშაობის შესაბამისი ჯილდოების განაწილება (როგორიცაა ხელფასის ზრდა, სიტყვიერი შექება კარგად შესრულებული სამუშაოსთვის და დაწინაურება). გარდა ამისა, დროის განაწილებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები ან სპეციფიკური, ტექნიკური დავალებების არსებობა შეიძლება მოითხოვდეს სხვადასხვა ტიპის ხალხის ჩარევას. ამდენად აღნიშნული საკითხის მოგვარება შეუძლებელია ერთი ადამიანის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებით.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი