ძალიან კარგი იქნება, თუ გექნებათ რამდენიმე ბიზნესბარათი, რომლებზეც მიმღების ენაზე იქნება განთავსებული თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. თუ თქვენი ბარათი ორმხრივია, რომლის ერთ მხარეზეც თქვენს ენაზეა წარწერა გაკეთებული, ხოლო მეორე მხარეს – მეორე ენაზე, ყოველთვის წარადგინეთ ბარათი ისე, რომ საპირისპირო მხარეს კლიენტის ენაზე გაკეთებული წარწერა აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში თქვენი კლიენტი ძალიან კარგად იგრძნობს თავს, ვინაიდან წაიკითხავს მასზე განთავსებულ ინფორმაციას. მიეცით საშუალება თქვენს კლიენტს, წაიკითხოს ბარათი მანამ, სანამ ისაუბრებდეთ ან გადახვიდოდეთ თქვენი პრეზენტაციის მომდევნო ეტაპზე.
ნებისმიერ კულტურაში მისაღები და ჭკვიანურია, გამონახოთ სათანადო დრო და წაიკითხოთ თითოეული ადამიანისგან მიღებული ბარათი მანამ, სანამ მეორეს მიიღებთ. სწრაფად ნუ გადადებთ ბარათებს გვერდზე – უცებ სხვა ადამიანისკენ ყურადღების მიპყრობა „წინა“ ადამიანის უარყოფას ნიშნავს. ბარათების ჩაწყობა ბიზნესბარათის სპეციალურ ჩასადებში მიუთითებს იმ ადამიანის პატივისცემას, რომელმაც ბარათი მოგცათ, მისი ჯიბეში ან ბლოკნოტში გაქანება კი, რასაკვირველია, საპირისპიროს მიმანიშნებელია...
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი