ხშირ შემთხვევაში, ინოვაციური ბიზნეს იდეა დაყრდნობილია გრძელვადიან სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ სწავლებებზე, რომელთა შედეგსაც მეწარმული უნარების მქონე ადამიანი მომხმარებლისათვის საინტერესო ბიზნეს იდეად აქცევს. ასეთი ინოვაციის კარგი მაგალითია მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტები, რომლის შექმნაც შეუძლებელი იქნებოდა სამეცნიერო ცოდნისა და კვლევების გარეშე, რომლის საშუალებითაც კაცობრიობამ მოიგონა გზა, თუ როგორ გარდაქმნას მზის ენერგია ელექტროობად.
სამეცნიერო კვლევების პროცესში ხშირად მეცნიერები აღმოაჩენენ ისეთ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომელიც საერთოდ ახალ მიმართულებას ქმნის ბევრ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით: ჯანდაცვის, ფარმაციის, საკვებ, სამშენებლო და სხვა მსგავს ინდუსტრიებში.