პროექტთან დაკავშირებულ პირთა პროექტში მაქსიმალურად ჩართვისა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, პროექტის მსვლელობისას იხელმძღვანელეთ შემდეგი რჩევებით:
- პროექტთან დაკავშირებული პირები ჩართეთ პროექტის დაგეგმვის პროცესში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი პროექტის განხორციელების პროცესში მოგვიანებით ერთვებიან. პროექტთან დაკავშირებულ პირებს მიეცით საშუალება, თავიდანვე ჩაერთონ პროექტის დაგეგმვაში. შესაძლებელია მათგან იმ ინფორმაციის გაზიარება, რაც გაამარტივებს მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესრულებას. ამით, მინიმუმ, იმას მიაღწევთ, რომ ეს ხალხი წინასწარ დაარეზერვებს და დაგეგმავს პროექტისთვის საჭირო თავიანთ რესურსს.
- შეიმუშავეთ გეგმა პროექტთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მხარესთან ერთად, მათთვის და ასევე თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისა და ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. განსაზღვრეთ, რა ინფორმაციას ითხოვენ ისინი და რა ინფორმაციას თვლით თქვენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია. გადაწყვიტეთ, როდის და რა ფორმატში მიაწვდით მათ ინფორმაციას. დააზუსტეთ, რას ითხოვთ მათგან და როდის და რა ფორმით უნდა უზრუნველყონ მათთვის წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- ყოველთვის დარწმუნდით, რომ გააზრებული გაქვთ პროექტთან დაკავშირებული ყველა პირის მოლოდინი. დარწმუნდით, რომ პროექტის წარმატება ყველა მასთან დაკავშირებული პირის პირადი ინტერესია. პროექტის მსვლელობისას მუდმივად შეახსენეთ მათ პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსალოდნელი სარგებელი.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი