ქრონოლოგიური რეზიუმე: თარიღების მიხედვით

ქრონოლოგიური რეზიუმე, რომელიც მომდევნო გვერდზეა ნაჩვენები, აღწერს თქვენს წარსულ სამუშაო გამოცდილებას შებრუნებული თანამიმდევრობით – ეს დღესდღეობით ყველაზე ფართოდ გამოყენებული და დამსაქმებლებისთვის მისაღები რეზიუმეს ტიპია.

უპირატესობა

ქრონოლოგიური რეზიუმეს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის დამსაქმებლებს ზუსტად იმ ინფორმაციას აწვდის, რაც მათ აინტერესებთ: თქვენი სამუშაო გამოცდილების ადვილად აღსაქმელი მიმოხილვა. დამსაქმებლებს მოსწონთ რეზიუმეს ეს ტიპი, რადგან აქ კარგად ჩანს, თუ რას აკეთებთ მოცემულ მომენტში. ღობერტ Robert Half International Inc-ის კვლევაში, რომელშიც აღმასრულებელი დირექტორები მონაწილეობდნენ, გამოკითხულთა 78%-მა უპასუხა, რომ სხვა ფორმატით ორგანიზებულ რეზიუმეებს ქრონოლოგიური რეზიუმე ურჩევნიათ. ქრონოლოგიური რეზიუმე განსაკუთრებით მიესადაგება სიტუაციებს, სადაც:

თქვენი სამუშაო გამოცდილების შებრუნებული თანამიმდევრობით აღწერა თქვენს კვალიფიკაციასა და ძლიერ მხარეებს კარგად წარმოაჩენს.

ნაკლი

ქრონოლოგიური რეზიუმეს მთავარი ნაკლი არის ის, რომ შესაძლოა მოგაქციოთ დროის ჩარჩოში, რაც ნაკლებად მოგცემთ საშუალებას, წარმოაჩინოთ თქვენი უნარები.

ვთქვათ, რომელიმე უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციისთვის, რომელზეც განაცხადს აკეთებთ, ოთხი ან ხუთი წლის წინანდელ სამსახურში ყველაზე უკეთ აისახება, მას შემდეგ კი ორი ან სამი სამსახური გამოიცვალეთ. ქრონოლოგიურ რეზიუმეში მოგიწევთ ამ მნიშვნელოვანი სამსახურის სადმე შუაში ჩაწერა, რადგან სტრუქტურულად საშუალება არ გექნებათ დასაწყისში გადმოიტანოთ ის.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/9eb97d10-97b5-4fbc-bf18-df0715f4a618/Screen_Shot_2020-08-14_at_14.50.36.png

ფუნქციური რეზიუმე: გამოყენების მიხედვით

ფუნქციური რეზიუმე აწყობილია თქვენი უნარების, გამოცდილებისა და მიღწევების გარშემო და არა იმის მიხედვით, თუ რა პოზიციებზე გაქვთ ნამუშევარი თქვენი კარიერის განმავლობაში. ამ ტიპის რეზიუმეში თქვენი სამსახურის დასახელება და დრო ან მთლიანად გამოტოვებულია, ან მხოლოდ ზოგადად არის ნახსენები.

ფუნქციური რეზიუმეს გამოყენებაზე ფიქრი შეგიძლიათ შემდეგ შემთხვევებში: