ადამიანთა უმეტესობას ეშინია შერცხვენის იმ ადამიანების წინაშე, ვინც შეიძლება იცოდნენ მათი მცდარი გადაწყვეტილების თაობაზე. მიგიღიათ ოდესმე უხეირო გადაწყვეტილება, რომლის შესახებ თქვენი მეგობრების უმეტესობამ და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ (და შემდეგ მუდმივად გახსენებდნენ ამას) მათ, შესაძლოა, თქვენი გაღიზიანება უნდოდათ, და ამ ფაქტმა თქვენ ისე დაგაფრთხოთ, გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ ბედავთ. მცდარი გადაწტყვეტილებები კვლავ ბავშვად გაგრძნობინებთ თავს – დაუცველად და უძლურად. რადგან თქვენი პოტენციური კლიენტების უმეტესობას შეცდომის ეშინია, ხშირად ისინი ცდილობენ, გადადონ გადაწყვეტილების მიღება. თუ გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვისაც რაღაც უნდა მიჰყიდოთ, ერთზე მეტია (მაგალითად, დაქორწინებული წყვილი ან ბიზნესპარტნიორები), შესაძლოა, რაღაც მიზეზით, მაგალითად, წარსულში დაშვებული შეცდომის გამო, არც ერთს არ სურდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
იმის გამო, რომ ამ შიშს გაყიდვებისთვის ხელის შეშლა შეუძლია, ასეთ კლიენტებთან მუშაობისას თქვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს მათი დახმარება, რათა თქვენ გვერდით თავი დაცულად იგრძნონ. დაარწმუნეთ, რომ ისინი არ განიჭებენ სრულ ძალაუფლებას, თქვენ მხოლოდ მათი სახელით მოქმედებთ, აწვდით იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც სჭირდებათ.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი