როდესაც შემცირებადი ბაზრის პირისპირ აღმოჩნდებით, საბაზრო ტემპის ზრდის მიზნით განახორციელეთ შემდეგი აქტივობები:

ნუ დაკარგავთ დროს იმის ცდაში, რომ გაიზარდოთ ან განვითარდეთ არაჯანსაღ ბაზარზე. ბაზრის ზრდის ტემპსა და განვითარებად ბაზარზე გაყიდვებზე გამუდმებული დაკვირვებით დარწმუნდებით, რომ შეგიძლიათ გაზარდოთ გაყიდვების მოცულობა და გაამარტივოთ მოგების მიღება. ნელი ტემპით განვითარებადი და სტატიკური ბაზრები საოცრად კონკურენტუნარიანია. ორივე შემთხვევაში, გაყიდვების გაზრდის მიზნით, ხშირად მოგიწევთ ფასების შემცირება და, შესაბამისად, მოგების მარჟებზე უარის თქმა. გონიერი მარკეტოლოგები სწორედ ამიტომ აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას განვითარებად ბაზრებს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი ბაზრების განვითარებასაც და თითქოს მზად არიან ტემპის შენელებისთვის, რაც წარმოაჩენს, რომ ამ ქმედების შემდეგ აუცილებელია წინსვლა.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი