ტერმინი „ფრიმიუმი“ ჯარიდ ლუკინმა გამოიგონა. რისკიანმა ინოვესტორმა, ფრედ ვილსონმა კი მისი პოპულარიზაცია მოახდინა თავისი ბლოგის საშუალებით. ტერმინი გულისხმობს ისეთ ბიზნესმოდელებს, რომლებიც ძირითადად ინტერნეტზეა დაფუძნებული და მომხმარებლებს ძირითად სერვისებს უფასოდ სთავაზობს, ხოლო პრემიუმ სერვისებს – საფასურის სანაცვლოდ. როგორც წესი, კომპანიას, რომელიც ფრიმიუმ“ მოდელს იყენებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მისი მომხმარებლები უფასო, ვალდებულებებისგან გათავისუფლებული, შეთავაზებით სარგებლობენ. მათ უმრავლესობას უფასო შეთავაზება აკმაყოფილებს და არასდროს იხდის პრემიუმ შეთავაზების სანაცვლოდ. მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი, ხშირად, 10 პროცენტი, ხდება პრემიუმ სერვისების გამომწერი. შედეგად, პრემიუმ სერვისების მომხმარებლების ეს მცირე რაოდენობა ახდენს უფასო სერვისების მომხმარებლების სუბსიდირებას. ამას კი უფასო სერვისის დამატებითი მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებული დაბალი ზღვრული ხარჯები უზრუნველყოფს. ფრიმიუმ“ მოდელში მნიშვნელოვანია შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინება: (1) უფასო სერვისების მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებული საშუალო ხარჯი, (2) სიხშირე, რომლითაც უფასო სერვისებით სარგებლობის შემდეგ მომხმარებლები პრემიუმ სერვისებით სარგებლობას იწყებენ.

ფოტოების გაზიარების პოპულარული ვებგვერდი „ფლიკრი“, რომელიც 2005 წელს „იაჰუმ“ შეიძინა, „ფრიმიუმ“ ბიზნესმოდელის კარგი მაგალითია. „ფლიკრის“ მომხმარებლებისთვის ძირითადი მომხმარებლის ანგარიშით სარგებლობა უფასოა. ეს უკანასკნელი მათ ფოტოების ატვირთვისა და გაზიარების საშუალებას აძლევს. თუმცა, უფასო სერვისს გარკვეული შეზღუდვები აქვს. მაგალითად, უფასო მომხმარებლის ანგარიშით სარგებლობისას, მომხმარებელს ფოტოების შესანახად შეზღუდული მოცულობა აქვს და ყოველთვიურად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სურათის ატვირთვა შეუძლია. მცირე წლიური გადასახდის სანაცვლოდ, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ე.წ. „პრო“ მომხმარებლის ანგარიში და ისარგებლონ შეუზღუდავი მოცულობით და ატვირთონ სასურველი რაოდენობის სურათები. გარდა ამისა, ასეთ ანგარიშს დამატებითი მახასიათებლები აქვს.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/16119c5a-3c87-41be-a165-76ac1df56bd5/Annotation_2020-09-02_142550.png

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე