გაზეთისა და ჟურნალის მკითხველებს (თქვენს მომავალ მომხმარებლებს), თქვენთან შედარებით, ოდნავაც არ აღელვებთ თქვენი ბიზნესი. ფაქტობრივად, მათ საერთოდ არ ანაღვლებთ იგი. ამიტომაც რეკლამები სადა, სხარტი, ინფორმაციული და მიმზიდველი უნდა იყოს. განცხადებამ მკითხველს თქვენი ბიზნესით დაინტერესებისკენ უნდა უბიძგოს. იგი არ შეიძლება იყოს პომპეზური, არ უნდა შეიცავდეს დამაბნეველ გრაფიკულ გამოსახულებას
ან რთულ ტექსტს, რათა მკითხველმა გაიგოს ყველაფერი, რისი ცოდნაც შეიძლება თქვენს ბიზნესზე და იმ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, რომელსაც ყიდით. არსებითად, თქვენს ბეჭდურ რეკლამას მხოლოდ წამის ნახევარი ეძლევა მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად და მისთვის იმის ასახსნელად, თუ რატომ მოუტანს თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი თუ მომსახურება ხანგრძლივ სარგებელს.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი