პროექტის მენეჯერის როლი გამოწვევებითაა სავსე. მათ შორის, საერთო მიზნების მისაღწევად, მას ხშირად უწევს ისეთი სხვადასხვა ტექნიკური, სპეციფიკური პროფესიის ხალხის კოორდინაცია, რომელთაც, შესაძლოა, ერთად მუშაობის ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მენეჯერთა პირადი გამოცდილებაც ხშირად ტექნიკური ხასიათისაა, მისი წარმატება მოითხოვს აუცილებელ უნარს, აღმოაჩინოს და გადაჭრას ორგანიზაციის შიგნით და ადამიანებს შორის არსებული მგრძნობიარე საკითხები.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი