- სტარტაპი ხასიათდება სწრაფი ზრდის ტემპით
- რისკები და მათთან გამკლავება სტარტაპისთვის ყოველდღიურობაა
- სტარტაპს გლობალური ზრდა შეუძლია
- სტარტაპი ახალ, ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებლებს
იმისათვის, რომ ქვეყანაში სტარტაპ ეკო-სისტემა განვითარდეს, ამისთვის მხოლოდ სტარტაპების არსებობა არ კმარა და აუცილებელია სხვა მოთამაშეების არსებობაც. მსოფლიოში პირველი და ყველაზე ცნობილი სილიკონ ველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას იქ სტარტაპისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მიმართულებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მოწინავე სტარტაპ ეკო-სისტემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც აქტიურად მუშაობენ, მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ჩინეთი , გერმანია და ა.შ.
ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც ეკო-სისტემას შეადგენენ არიან:
- თვითონ სტარტაპები და ძირითადად გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული სტარტაპები
- აქსელერატორები, პრე-აქსელერატორები და ინკუბატორები - ორგანიზაციები, რომელთა ამოცანაც, არის ხელი შეუწყონ სტარტაპის სწრაფ ზრდას და ბაზარზე გასვლას. როგორც წესი აქსელერატორები მონაწილე სტარტაპებს სთავაზობენ მინიმუმ 3 თვიან პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს: ტრენინგებს, მენტორინგ სესიებს, ინვესტორებთან და სხვა პარტნიორებთან შეხვედრებს, დაფინანსებას. როგორც წესი აქსელერატორის დაფინანსება საკმარისია საწყისი კაპიტალისთვის. დაფინანსება არ მოიცავს ფულად ჯილდოს დიდი რაოდენობით, ხოლო მაქსიმალური წილი, რომელსაც აქსელერატორი შესაძლოა ითხოვდეს სტარტაპისგან არის 10 – 15 %
მსოფლიოში ცნობილი აქსელერატორები და ინკუბატორებია: Y combinator, Startup Bootcamp, Tech Stars, 500 Startups etc.
- საერთო სამუშაო სივრცეები (Co-working Space) - ეს არის საერთო საოფისე ადგილები სადაც ბევრ სტარტაპერს, ფრილანსერს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანს შეხვდებით, რომლებიც მუშაობენ ერთ სივრცეში და ოფისის ქირის მაგივრად მსგავს ადგილებში ქირაობენ სამუშაო მაგიდას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „co-working“ სივრცე არის WeWork , რომელიც 2018 წლის ყველაზე მზარდ სტარტაპად დასახელდა, ასევეა Regus და ა.შ დღეისათვის საქართველოშიც მოღვაწეობს რამდენიმე საერთო სამუშაო სივრცეა, მათ შორის: Impact Hub Tbilisi, Terminal და სხვა.
- ინვესტირება - სტარტაპის არსებობისთვის მნიშნველოვანია კარგად იყოს განვითარებული საინვესტიციო გარემო, რაც გულისხმობს იმას, რომ სტარტაპისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინვესტიციის მოზიდვა მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე. მათ შორის: საწყის ეტაპზე, ე.წ სიდ ეტაპზე (Seed stage), როდესაც ძირითადი დამფინანსებლები ე.წ „ანგელოზი ინვესტორები“ (Angel investors) არიან, VC ფონდები, ანუ ვენჩურული ფონდები და ინვესტორები, ბიზნეს სესხები, საგრანტო კომპონენტი და ა.შ. რაც ასე თუ ისე საქართველოშიც აქტიურად არის წარმოდგენილი.
- მენტორთა ქსელი - იმისათვის, რომ თქვენი სტარტაპი წარმატებული იყოს მნიშვნელოვანია გამოცდილ ადამიანებთან „მეგობრობა“, მენტორი - ზუსტად ასეთი ადამიანია, ის ეხმარება სტარტაპს განვითარებასა და წინსვლაში და სანაცვლოდ შესაძლოა არაფერი მოგთხოვოთ, ან მცირე წილში შემოვიდეს ან რაიმე სხვა მოლაპარაკება გქონდეთ მასთან. თუმცა მენტორების არსებობა და სტარტაპებით დაინტერესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
- მთავრობა - საკანონმდებლო ბაზის მომზადების და შესაბამისი კანონების შემუშავების დონეზე, რომელთა მიზანიც მეწარმეობის მხარდაჭერა იქნება
- უნივერსიტეტები - უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ყველა განვითარებულ ეკო-სისტემაში ძირითადი მოთამაშეები არიან, მათი ძირითადი ამოცანა სამეწარმეო აზროვნების განვითარება და სტუდენტების ხელშეწყობაა თავიანთი სტარტაპების წამოწყების ეტაპზე.
ეს არის მცირე ჩამონათვალი სტარტაპ-ეკოსისტემის მონაწილეებისა, რომელთა ერთობლივი მუშაობაც განაპირობებს სტარტაპ ეკო-სისტემის აქტიურ და წარმატებულ მუშაობას და უზრუნველყოფს წარმატებული მეწარმეების (entrepreneur) არსებობას ქვეყანაში.