ეს ბრენდები შემოდის ბაზარზე, როგორც დამოუკიდებელი ბრენდები, მაგრამ „მშობელი“ ორგანიზაციებისგან აშკარა და ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, აიპოდი არის „მშობელი ბრენდის“ რეკომენდებული ბრენდი, რადგან რეალურად არის ბრენდი „მაკინტოში“. ორივე პროდუქტი ბაზარზე „ეფლის“ ძლიერი და თვალსაჩინო ლოგოთი შემოდის, მაგრამ ერთადერთი სახელი, რომელსაც ორივე პროდუქტზე ხედავთ, არის Ipod ან Mac. ბრენდის აქცენტი კეთდება პროდუქტზე, თუმცა კომპანიის ძირითადი ბრენდი მეყსეულად ზრდის პროდუქტის სანდოობას.
აირჩიეთ „მშობელი ბრენდის“ რეკომენდებული ბრენდინგის სტრატეგია, თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული სიტუაცია თქვენს ბიზნესს შეესაბამება:
- გაქვთ საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსი რამდენიმე ბრენდის შესაქმნელად – ცალკე კომპანიის ბრენდის და ცალკე – თითოეული პროდუქტის.
- გინდათ, ცალკეულ ბრენდს სიცოცხლისუნარიანობა და ძლიერი კაპიტალი ჰქონდეს, რადგან შესაძლოა, თქვენს საშუალო ან გრძელვადიან მიზნებში ბრენდის გამოყოფა ან გაყიდვა შედის
- გსურთ ახალ მიზნობრივ ბაზარზე გახვიდეთ, რომლის ინტერესებს ახალი ბრენდით უფრო ადვილად დააკმაყოფილებთ, ვიდრე „მშობელი“ ბრენდის მეშვეობით.
- კონკურენციას ეწევით ისეთ ბაზარზე, როგორიცაა ავტომობილების ინდუსტრია, სადაც ყველა კომპანია თითოეული ხაზის ბრენდირებას ახდენს. ასეთ შემთხვევაში, თქვენი პროდუქტის ხაზის შესაფერისი თვალსაჩინოება და მოწონება რომ დაიმსახუროთ, შეიძლება, კონკურენტების სტრატეგიის მიბაძვა დაგჭირდეთ და თითოეული ხაზი წარადგინოთ როგორც „მშობლის“ რეკომენდებული ბრენდი.
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი