მთავარი სამიზნე ბაზრის დადგენით შეგიძლიათ შემოსაზღვროთ მედიაშესყიდვების ფარგლები, რაც რეალური საბიუჯეტო ციფრის დადგენაში დაგეხმარებათ. ეს ინფორმაცია მაშინაც გამოგადგებათ, როდესაც საქმე უშუალოდ რეკლამის შექმნაზე მიდგება. თინეიჯერები, როგორც მოგეხსენებათ, ზრდასრული ადამიანებისგან რადიკალურად განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ, ამიტომ არა მხოლოდ უნდა გამოიყენოთ მათი ყურადღების არეში არსებული მედიასაშუალებები, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათ დასაინტერესებლად გამიზნული რეკლამა უნდა შექმნათ.
თუ ძვირად ღირებულ მანქანებს ყიდით, რომლებსაც ძირითადად მდიდარი, 55 წელს გადაცილებული ადამიანები ყიდულობენ, წარმატების მისაღწევად რეკლამა უნდა განათავსოთ ონლაინ და ბეჭდვითი მედიის ბიზნესსექტორში და სარეკლამო დრო უნდა შეისყიდოთ ისეთ რა- დიოსადგურებზე, რომელთა პროგრამაშიც შედის: ახალი ამბები, საუბრები, პროგრამები ასაკოვანთათვის და კლასიკური მუსიკა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოტაოდენი დაფიქრება იმაზე, თუ ვინ შეადგენს თქვენს სამიზნე ბაზარს და რა მედიასაშუალებებს აქცევს იგი ყურადღებას, უამრავ ფულს დაგაზოგვინებთ.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი