სამოტივაციო წერილის პირველ აბზაცს ორი ფუნქცია აქვს: პირველი: გვაცნობოს წერილის მიზანი (მიუხედავად იმისა, რომ მიზანი ნათელია), და მეორე: უნდა მისცეს მკითხველს მიზეზი, გააგრძელოს წერილის კითხვა.
თუ გიჭირთ იმის მოფიქრება, როგორ დააინტერესოთ მკითხველი, წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას.
წარდგენისთვის გამოიყენეთ ვინმეს სახელი
თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი და თქვენი ადრესატის საერთო ნაცნობის სახელი პირველივე აბზაცში. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ თქვენმა რეზიუმემ და სამოტივაციო წერილმა სათანადო ყურადღება მიიპყროს.
აუცილებელი არ არის, რომ საერთო ნაცნობი, ვის სახელსაც სამოტივაციო წერილში ახსენებთ, თქვენი ახლო მეგობარი იყოს. შესაძლოა, ეს იყოს ადამიანი, რომელსაც წვეულებაზე ან საქმიან გარემოში შეხვდით, პირი, რომელთანაც გასაუბრებაზე იყავით და ა.შ. მთავარია, გქონდეთ მისი სახელის ხსენების უფლება თქვენს სამოტივაციო წერილში, რასაც ბევრი უყოყმანოდ მოგცემთ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ვინმეს სახელი სამოტივაციო წერილის პირველ აბზაცში თქვენს სასარგებლოდ:
"გწერთ რობერტ როის რეკომენდაციით, რომელმაც მირჩია, თქვენთვის მომემართა, ვინაიდან, შესაძლოა, თქვენს კომპანიაში ჩემი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის კადრი გჭირდებოდეთ"
გამოავლინეთ ცოდნა კომპანიის შესახებ
ეს ძალიან ეფექტური, თუმცა, ნაკლებად გამოყენებული გზაა იმისთვის, რომ მკითხველი დააინტერესოთ. ამას შეგიძლიათ მიაღწიოთ ისეთი განცხადებით, რომელიც კომპანიის შესახებ ისეთ ფაქტებს ავლენს, რაც ყველასთვის ცნობილი არაა.
სამოტივაციო წერილის გავრცობა
მას შემდეგ, რაც სამოტივაციო წერილის დასაწყისი დაწერილი გაქვთ, დროა წერილის გავრცობა დაიწყოთ. ეს სექცია, როგორც წესი, ორი ან სამი აბზაცისგან შედგება და შემდეგ მიზნებს ემსახურება:
მთავარია არა ის, თქვენ რა გინდათ, არამედ ის, თუ რისი შეთავაზება შეგიძლიათ
თქვენი სამოტივაციო წერილის შუა ნაწილის წერის დროს ერთი აზრი უნდა გიტრიალებდეთ: „რას ვთავაზობ მე თქვენს კომპანიას“?