როდესაც ორგანიზაციის კორპორატიული სტრატეგია რიგ ბიზნესებს მოიცავს, ხელმძღვანელობას, მოცემული ბიზნესების ნაკრების ან პორტფელიოს მართვა, „კორპორატიული პორტფელიოს მატრიცის“ საშუალებით შეუძლია. პირველი პორტფელიოს მატრიცა - BCG მატრიცა - „Boston Consulting Group“-მა შექმნა და შემოიღო იდეა, რომ ორგანიზაციის სხვადასხვა ბიზნესები შეიძლება შეფასებული და აღრიცხული ყოფილიყო 2 × 2 -ზე მატრიცის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ხელმძღვანელობა გაიგებდა, რომელ ბიზნესებს ჰქონდათ მეტი პოტენციალი და რომელი ბიზნესები მხოლოდ იყენებდნენ ორგანიზაციის რესურსებს.
ჰორიზონტალური ღერძი წარმოადგენს ბაზრის წილს (დაბალი ან მაღალი), ხოლო ვერტიკალური ღერძი მიუთითებს ბაზრის მოსალოდნელ ზრდაზე (დაბალი ან მაღალი). ბიზნეს ერთეული SWOT-ანალიზის საშუალებით ფასდება და შემდეგი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში ნაწილდება: