Design thinking ეს არის იდეოლოგია, რომელსაც უკან უდგას პროცესი. Design Thinking-ის იდეოლოგია ეფუძნება პრინციპს, რომ ინოვაცია იქმნება პრაქტიკული და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების საფუძველზე, როდესაც მთავარი ამოცანა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაა. დიზაინის პრინციპებით აზროვნების პროცესი 6 ძირითად ფაზად იყოფა (იხილეთ ილუსტრაცია).
პროცესის პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, სწორად იქნას აღებული სტარტი ინოვაციური იდეების განვითარებისაკენ. ამისათვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს შერჩეულ სფეროში ადამიანების, მომხმარებლის მიერ განვლილი გზის და მთავარი პრობლემების სწორი იდენტიფიკაცია. იმისათვის, რომ გავიაზროთ რა აწუხებს ადამიანს სხვადასხვა პროცესში და სიტუაციაში, მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ მომხმარებლის მიერ განვლილი გზის სწორი ანალიზი.
მაგალითისათვის, განვიხილოთ კომპანია “Smart Solutions” და მომხმარებლის გამოცდილება რესტორანში:
კომპანია “Smart Solutions” სურს ინოვაციური სერვისი შესთავაზოს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ სარესტორნო მომსახურების ამჟამინდელი პროცესი. მათთვის, როგორც ახალი პროდუქტის/სერვისის დიზაინერებისათვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლის პრობლემების და დისკომფორტის სწორი გააზრება,
მაგალითისთვის, კომპანიამ შეარჩია სარესტორნო ბიზნესისათვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პროცესი, რომელიც მომხმარებლის მიერ ანგარიშის მოთხოვნას და გადახდას უკავშირდება. მათ კარგად გაიაზრეს პრობლემის არსი, მომხმარებლის მიერ გავლილი პროცესი მომსახურე პერსონალის დაძახებიდან საბოლოო ჩეკის მიღებამდე.
რის შემდეგაც აზროვნების დიზაინის მეთოდი შემდეგ ეტაპზე გადადის.
ამ ეტაპზე ერთიანდება მიღებული ინფორმაცია და ხდება მისი ანალიზი. ამ დროს მნიშვნელოვანია, კარგად გაანალიზდეს რა არის პრობლემის არსი, რა აწუხებს მომხმარებელს ყველაზე მეტად, რა არის პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზები, სად არის ინოვაციური გადაჭრის გზების ყველაზე დიდი რესურსი. მაგალითისთვის, კომპანია “Smart Solutions” და მათი მიერ წამოჭრილი პრობლემა განვიხილოთ, ამ პროცესში პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზია:
შემდეგ ეტაპზე აუცილებელია დაისვას კითხვა „რატომ?“ მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოცემულ კითხვაზე პასუხები შესაძლოა იყოს:
მოცემული მიზეზების დეტალური ანალიზით შესაძლებელია მათი სხვადასხვა კრეატიული გადაჭრის გზების მოფიქრება, რაც ინოვაციური იდეების საფუძველი შეიძლება გახდეს.