პროდუქტი

განსაზღვრეთ პროდუქტის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც გავლენას ახდენს მომხმარებელთა აღქმასა და ყიდვის სურვილზე; ჩამოაყალიბეთ ყველა მატერიალური და არამატერიალური თვისება, როგორიც არის მახასიათებელი თვისებები, გარეგნული იერი (მაგალითად, შეფუთვა) და შეგრძნება, რომელიც მომხმარებელს უჩნდება. პროდუქტის ყველა ეს ასპექტი (როგორც რაციონალური თვისებები, ასევე, ემოციური შთაბეჭდილებები) გავლენას ახდენს მომხმარებლის აღქმაზე. გახსოვდეთ: შეძენის დროს პირველი შთაბეჭდილებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დროთა განმავლობაში, განმეორებითი შესყიდვებისას თუ რეკომენდატორებთან ურთიერთობისას, პროდუქტის წარდგენას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

ფასი

ჩამოაყალიბეთ ფასის განმსაზღვრელი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მომხმარებელზე. ღირს კი, ეს პროდუქტი მომხმარებელმა იყიდოს და გამოიყენოს? საცნობარო ფასი ხშირად ფასის აღქმისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი საშუალება. ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებებიც ახდენს გავლენას თქვენი და მომხმარებლის ურთიერთობაზე. ასევე არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი დამატებითი ხარჯი, რომელიც მომხმარებელმა უნდა გასწიოს, მაგალითად, სხვა პროდუქტის ნაცვლად თქვენი პროდუქტის შეძენისას გაწეული ხარჯი. ზღვრულმა ხარჯებმა შეიძლება პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახადოს (თუ შეძლებთ, რომ მომხმარებელმა კონკურენტების პროდუქციის ნაცვლად თქვენი პროდუქტი შეიძინოს, თანაც – უფრო იაფად, ალბათ, მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ პროდუქტზე, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს გაყიდვას).

განლაგება/ადგილი

დააჯგუფეთ განაწილების ასპექტები (როგორც დროში, ასევე სივრცეში), რომლებიც თქვენი პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე ახდენს გავლენას. როდის და სად მიუწვდებათ ხელი მომხმარებლებს თქვენს პროდუქტზე?

პროდუქციის გაყიდვის ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის დიდ გავლენას ახდენს გაყიდვების მასშტაბზე, რადგან მომხმარებელი ყოველთვის არ დაიწყებს სირბილსა და თქვენი პროდუქტის ძებნას. როდესაც ვინმეს რაიმეს შეძენა სურს, სწორედ მაშინ უნდა შეძლოთ მასზე გავლენის მოხდენა. მარკეტინგის წარმატებისთვის ადგილისა და დროის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს კი ხშირად ძალიან ძნელია

პრომოუშენი

ჩამოწერეთ ყველა გზა, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან თქვენს კომუნიკაციას. გაქვთ თუ არა ვებგვერდი? რეკლამა? პირადი გზავნილები? ბროშურები? არის თუ არა თქვენი სარეკლამო სიმბოლოები შენობებსა თუ მანქანებზე? დისტრიბუტორები და სხვა მარკეტინგული პარტნიორებიც ხომ არ ცდილობენ ურთიერთობას თქვენს კლიენტებთან? თუ

ასეა, მაშინ მათი სარეკლამო მასალები და მეთოდებიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენს მარკეტინგულ პროგრამაში, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ მომხმარებელთა აღქმის ჩამოყალიბებაზე. რა მდგომარეობაა მომხმარებელთან კომუნიკაციის სხვა ისეთ რუტინულ ელემენტებთან დაკავშირებით, როგორიც არის კუპონები? ისინი მარკეტინგული ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ხალხი/მომხმარებელი

მეხუთე P ალბათ,ყველაზემ ნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების გარეშე მარკეტინგული პროგრამა ვერ გვექნება. ჩამოწერეთ ადამიანებთან კონტაქტის ყველა ის პუნქტი, რომლებიც აუცილებელია თქვენი პროგრამის წარმატებისთვის. თუ მცირე ბიზნესი გაქვთ, შეიძლება მხოლოდ მცირე რაოდენობის ხალხთან გქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, შეიტანეთ იგი გეგმაში და იფიქრეთ იმაზე, როგორ უნდა დაგეხმაროთ თითოეული ადამიანი, რათა თქვენს პროდუქტზე ყველას კარგი შთაბეჭდილება შეუქმნათ და გაყიდვების ქსელი გააფართოოთ.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი