ხარისხის კომპლექსურ მართვასა (TQM) და ექვსი სიგმას (Six Sigma) მეთოდოლოგიას შორის არსებობს ძალიან ბევრი თანხვედრა და გადაფარვა. შესაბამისად, პრაქტიკოსები და მკვლევარები იმდენად შორს წავიდნენ, რომ უკვე ცხადად აღნიშნავენ, რომ ხარისხის მართვა (TQM) არის წარსული და იგი ჩანაცვლდა ექვსი სიგმით (Six Sigma). თუმცა ასეთი ფორმულირება გარკვეულწილად დამაბნეველიც არის, რადგან ხარისხის მართვის ფუნდამენტალური პრინციპები ვითარდებოდა ათწლეულების განმავლობაში და მათი გარკვეული ნაწილი დღესაც ძალაშია. ამ ორ მიდგომას შორის ძირითადი განსხვავებები შემდეგია:
- ხარისხის კომპლექსური მართვა (TQM) არის მენეჯერული მიდგომა, რომლის მიხედვითაც სრულიად ორგანიზაცია იმართება იმგვარად, რომ აქცენტი კეთდება ხარისხის იმ ელემენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. აღნიშნულ მიდგომის ილუსტრირებას ახდენს ხარისხის მართვის „შვიდი ძირითადი პრინციპი“ და დემინგის „14 მნიშვნელოვანი საკითხი მენეჯმენტისთვის“.
- ექვსი სიგმას (Six Sigma) მეთოდოლოგია ეფუძნება ხარისხის კომპლექსურ მართვას (TQM) და იყენებს როგორც ხარისხის მართვის ფილოსოფიას, ასევე უწყვეტი გაუმჯობესებისა და განვითარების ინსტრუმენტებს.
- ექვსი სიგმა (Six Sigma) მოიცავს პროცესების გაუმჯობესების სახელმძღვანელო სპეციფიურ პროცესებს და ახალი პროცესის/პროდუქტის განვითარების მიმართულებებს. პირველი მათგანი არის DMAIC (Define-Measure–Analyze–Improve–Control / განსაზღვრა-გაზომვა-გაანალიზება-გაუმჯობესება-კონტროლი), რომელიც ასახავს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა იქნას დაცული არსებული მიზნების პროცესების გაუმჯობესებისას. მეორე, DMADV (Define–Measure–Analyze–Design–Verify / განსაზღვრა-გაზომვა-ანალიზი-დიზაინი-შემოწმება/ვალიდაცია), ასახავს იმ ეტაპებს, რომლებიც აუცილებელია სრულიად ახალი ბიზნეს პროცესის ან პროდუქტის შექმნისას.
- ექვსი სიგმის (Six Sigma) შემთხვევაში განისაზღვრება სპეციფიური ორგანიზაციული როლები და კარიერული კიბე, რომელიც განხილულია მომდევნო თავებში (ჩემპიონები, სამაგისტრო შავი ქამარი, შავი ქამარი, მწვანე ქამარი და გუნდის წევრები).
- ექვსი სიგმას მეთოდოლოგიას (Six Sigma) გააჩნია ხარისხის მართვის ინსტრუმენტების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს კომპიუტერულ სიმულაციებს, ოპტიმიზაციის მოდელირებას, დიდ მონაცემთა ანალიზს და სხვა მოწინავე ანალიტიკურ ტექნიკას. როგორც წესი, სამაგისტრო შავი ქამრების და შავი ქამრების როლის მქონე პირები გუნდებს უზიარებენ ექსპერტიზას, რომელიც საჭიროა ამ ინსტრუმენტების გამოყენებისთვის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხარისხის კომპლექსური მართვა (TQM) მოიცავს ხარისხის მენეჯმენტის მიღმა არსებულ მენეჯერულ ხედვას, ხოლო ექვსი სიგმა (Six Sigma) ეფუძნება მას და უზრუნველყოფს ორგანიზაციებისთვის საჭირო პროცესების, ადამიანების და ინსტრუმენტების მიწოდებას აღნიშნული ხედვის განსახორციელებლად.