ეს არის ორგანიზაციის მართვა და მენეჯმენტი ისე, რომ კომპანია გამოირჩეოდეს ხარისხის ყველა იმ პარამეტრში, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. TQM - განისაზღვრება, როგორც ბიზნეს ფილოსოფია, რომელიც კონცენტრირდება 7 ძირითადი პრინციპის გარშემო:
- მომხმარებელზე ფოკუსირება (Customer focus)
- ლიდერების ჩართულობა (Leadership involvement)
- უწყვეტი, მუდმივი გაუმჯობესება/განვითარება (Continuous improvement)
- თანამშრომლებზე დელეგირება (Employee empowerment)
- ხარისხის უზრუნველყოფა (Quality assurance)
- მიმწოდებლებთან პარტნიორობა (Supplier partnerships)
- ხარისხის სტრატეგიული დაგეგმარება (Strategic quality plan)