მყიდველებში გავრცელებულია არაცნობადობის შიშიც. თქვენი პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ან პოტენციური კლიენტის კომპანიისთვის მისი ფასეულობის გასაიდუმლოება შეიძლება ნებისმიერი სავაჭრო ოპერაციის გაუქმების მიზეზი აღმოჩნდეს. მყიდველთათვის სახელის გაცნობით შეიძლებოდა ამ შიშის გაფანტვა, მაგრამ თუ ადგილობრივ კომპანიასთან მუშაობთ, გირჩევთ, შეუერთდეთ ამ კომპანიის გაყიდვების პერსონალს, რათა ადგილობრივთა შორის დადებითი რეპუტაცია მოიპოვოთ, ანუ დაარწმუნოთ ისინი, რომ კვალიფიციურ ბიზნესსაქმიანობას ეწევით და გაქვთ საუკეთესო პროდუქტი. დამიჯერეთ, წლების განმავლობაში მოპოვებული რეპუტაციის წყალობით გაყიდვების პროცესში თქვენ დიდ დროს დაზოგავთ.
ყოფილი მასწავლებლები, უმეტესწილად, კარგ გამყიდველებს წვრთნიან. რატომ? იმიტომ, რომ გაყიდვების მთავარი მიზანია, ადამიანებს გააგებინოთ, რა სარგებელს მიიღებენ ისინი თქვენთან ურთიერთობით. როდესაც პოტენციურ კლიენტებს ასწავლით არაცნობადობის შიშის გადალახვას, ისინი ირწმუნებენ, რომ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებით სწორი ნაბიჯი გადადგეს.
ისეთ კლიენტთან მუშაობისას, რომელმაც არაფერი იცის თქვენი შეთავაზებების შესახებ და რომელსაც გაურკვევლობის შიში აქვს, ყოველთვის მეტი დრო დახარჯეთ. დაწვრილებით აუხსენით, რა პროდუქტს ყიდით და რა სარგებელი მოაქვს მას.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი