მაშინაც კი, თუ ბიზნესსაქმიანობას მშობლიურ ქვეყანაში ეწევით, შეიძლება დაგჭირდეთ, ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა რეგიონს შორის განსხვავებას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ყველა, ერთსა და იმავე ენაზე საუბრობთ, თქვენი კლიენტის მეტყველებაში შეიძლება განსხვავებული აქცენტი ან დიალექტური სხვაობა გამოიკვეთოს. ეს თავისებურებები ზოგისთვის შეიძ- ლება მიმზიდველი იყოს, ზოგისთვის კი – პირიქით, გამაღიზიანებელი.
თუ თქვენ მერილ სტრიპი არ ხართ, ალბათ, ვერ შეძლებთ, საკუთარი აქცენტი შეცვალოთ, მაგრამ შეგიძლიათ, გააცნობიეროთ თქვენი საუბრის ტემპი და ყურადღება მიაქციოთ თქვენი კლიენტების მეტყველების თავისებურებას. მოინდომეთ და სცადეთ კლიენტის საუბრის მანერასთან ადაპტირება – ამ გზით ისინი უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს და ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რას ამბობთ, და არა იმაზე, როგორ ამბობთ სათქმელს.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი