ალბათ ბევრი რეკლამა გინახავთ, სადაც მაღაზიის მფლობელი კამერის წინ დგას და თავად უწევს მას რეკლამირებას. ამგვარი რეკლამა ხშირად ძალზე უგერგილო და უხერხული შეიძლება აღმოჩნდეს – როგორც მაღაზიის მფლობელის, ასევე – მაყურებლებისთვის. იმ ადამიანის ეკრანზე ყურება, რომელიც 30 წამის განმავლობაში ბრიყვად გამოიყურება, ნამდვილი სატანჯველია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის რეკლამირებისას სწორედ ამ გზას ირჩევს ხოლმე ზოგიერთი მეწარმე.
ამ შემთხვევისგან განსხვავებით, შესაძლოა სწორედ ამ საქმისთვის ხართ დაბადებული, და თუ ასეა, მაშინ გაბედულად იმოქმედეთ. ალბათ ვერავინ შეგედრებათ მონდომებასა და კომპეტენტურობაში, ვერავინ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას თქვენზე უკეთ ვერ გაყიდის. თუ ძალიან გსურთ, საკუთარი ბიზნესი თავადვე წარმოადგინოთ, ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ. ვინმეს გადააღებინეთ ვიდეო, როგორ მუშაობთ სცენარზე, და ობიექტურად შეაფასეთ, რა გამოვიდა. აღტაცებისა და აღფრთოვანების გარეშე, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:
უპირველეს ყოვლისა, გულწრფელი უნდა იყოთ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ხართ თუ არა საკმარისად კარგი მსახიობი ამოცანის გადასაჭრელად.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი