თითოეული კომპონენტი დანარჩენ ორ კომპონენტზე ახდენს გავლენას. მაგალითად, სასურველი შედეგების გაფართოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დროის გაზრდა (დაგვიანდეს პროექტის დასრულება) ან/და მოითხოვოს მეტი რესურსი. პროექტის დასრულების თარიღის გადაწევის საფრთხემ კი შეიძლება საჭირო გახადოს შინაარსის შემცირება ან ხარჯების გაზრდა (მაგალითად, პროექტის პერსონალის ანაზღაურება). სწორედ ზემოთ აღნიშნული სამი კომპონენტის გათვალისწინებით ხდება სამუშაოს შესრულება სასურველი შედეგის მისაღწევად.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი