მასმედიით გაშუქება, რა თქმა უნდა, უფასო რეკლამაა, მაგრამ ის ასევე რჩება ლეგალურ ახალ ამბად. მედიის განცხადებით, შეგიძლიათ, გაასაჯაროოთ მნიშვნელოვანი მოვლენები, პროდუქტები, მომსახურებები და ადამიანები, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი – დაწყებული ახალი რესტორნის გახსნიდან, ახალი კატალოგის პუბლიკაციამდე, აკუპუნქტურის მეთოდებიდან ახალი ტენდენციის შექმნამდე.ჟურნალისტებს ძალიან ბევრი საქმე და არასაკმარისი დრო აქვთ. მათ ყოველდღიურად უნდა ავსონ ფურცლები ან საეთერო დრო საინტერესო ამბებით, უნდა გაართონ და მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთ მკითხველებს, მაყურებლებსა თუ მსმენელებს. დრო შეზღუდულია, რედაქტორები და ჟურნალისტები კი ძალიან დატვირთულები არიან.
პუბლიცისტები ერევიან და სთავაზობენ დახმარებას ისეთი რაღაცების უზრუნველყოფით, რისი გაკეთებაც ჟურნალისტებს ევალებათ – ეს არის იდეა, ინფორმაცია, ინტერვიუ და მზა ამბებიც კი, მარაგი უხვია და ამასთან, აბსოლუტურად უფასოც. მედია ირჩევს ერთ-ერთ პრესრელიზს და იყენებს მას უცვლელად ან არედაქტირებს, დანარჩენს კი აუქმებს, ამასთან, ამისთვის არ სჭირდება თანხის გადახდა და არც ვალდებულება აკისრია იმ პუბლიცისტის მიმართ, რომელიც პრესრელიზებს აწვდის. მედიას შეუძლია შეავსოს თავისი ფურცლები და საეთერო დრო, შეუძლია, ჩაეტიოს მითითებულ დროში, შეუნარჩუნოს ბედნიერების განცდა თავის აუდიტორიას და გაახალისოს იგი.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი