რა ტიპის უნარების ჭირდებათ მენეჯერებს? რობერტ ლ. კაცმა გამოყო სამი ძირითადი მენეჯერისთვის აუცილებელი უნარი: ტექნიკური, ადამიანური და კონცეპტუალური.
- ტექნიკური უნარები გულისხმობს სამუშაოს სპეციფიკის სიღრმისეულ ცოდნას და იმ ტექნიკებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია სამუშაოს სრულყოფილი შესრულებისთვის. ამგვარი ტიპის უნარები, უმეტესწილად, სჭირდებათ პირველი რგოლის მენეჯერებს, ვინაიდან ისინი მართავენ თანამშრომლებს, რომლებიც იყენებენ გარკვეულ სამსახურეობრივ ტექნიკებს, რათა შექმნან პროდუქტი ან სერვისი ორგანიზაციის მომხმარებლებისთვის. ხშირად ხდება, როცა წარმატებული, კარგი ტექნიკური უნარების მქონე თანამშრომლები ხდებიან პირველი ხაზის მენეჯერები.
- მენეჯერებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინტერ-პერსონალური უნარები, რომელიც გულისხმობს ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობის წარმოების უნარს, როგორც პერსონალურ დონეზე, ასევე გუნდური მუშაობის დროს. ვინაიდან ყველა მენეჯერს უწევს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტში. მენეჯერები კარგი ადამიანური ურთიერთობებით დადებით გავლენას ახდენენ სხვა, მათზე დაქვემდებარებული პირების პროდუქტიულობაზე.
- მენეჯერები იყენებენ კონცეპტუალურ უნარებს აბსტრაქტული და კომპლექსური სიტუაციების დროს. ამგვარი უნარების გამოყენებით მენეჯერები აღიქვამენ ორგანიზაციას, როგორც მთლიანს, ცდილობენ აღმოაჩინონ კავშირები ორგანიზაციის სხვადასხვა დანაყოფებს შორის და ცდილობენ დაინახონ, რამდენად შეესაბამება ორგანიზაცია მთლიან გარემოს.