მენეჯმენტი გულისხმობს თანამშრომელთა სამუშაო პროცესის კოორდინაციას და ზედამხედველობას, რათა მათი საქმიანობა შესრულდეს ეფექტურად და სრულყოფილად. სწორედ ეს განასხვავებს მენეჯერის საქმიანობას არა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლის საქმიანობისგან. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ მენეჯერებს ან მათ თანამშრომლებს შეუძლიათ სამუშაო შეასრულონ უსისტემოდ და ქაოტურად.
ეფექტურობა გულისხმობს რაც შეიძლება მცირე დროში შესაძლო მაქსიმალური შედეგის მიღებას. მენეჯერები უმკლავდებიან შეზღუდულ რესურსებს, როგორიცაა ხალხი, ფული, აღჭურვილობა და ცდილობენ ამ რესურსების რაც შეიძლება ეფექტურად გამოყენებას.