ნუ შეეცდებით, მარკეტინგული პროგრამის მთავარ სამიზნედ ფასი მიიჩნიოთ. ბევრი მარკეტოლოგი უსვამს ხაზს დაბალ ფასებსა და ფასდაკლებებს, რათა კლიენტები მოიზიდოს. ფასი ნებისმიერი მარკეტინგული პროგრამის საშიში კომპონენტია, რადგან, ფაქტობრივად, ყიდულობთ მომხმარებლებს, იმის ნაცვლად, რომ მოიზიდოთ ისინი. ეს მოგების მიღების ძალიან რთული გზაა. ასე რომ, სანამ გაქვთ მდგრადი ღირებულებითი უპირატესობა (იშვიათი რამ ბიზნესში), ნუ მისცემთ უფლებას დაბალ ფასებს, კუპონებსა და ფასდაკლებებს, მართონ მარკეტინგული პროგრამა. დააწესეთ გონივრული ფასები, ზომიერად გამოიყენეთ ფასდაკლებები თუ შეღავათიანი კუპონები და ეძიეთ სხვა გზები, რომლებიც მარკეტინგული პროგრამის ორიენტირად გამოგადგებათ.
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი