ხშირად ეშლებათ პროექტი შემდეგ ორ ტერმინში:
- პროცესი: პროცესი წარმოადგენს კონკრეტული ფუნქციის შესრულების მიზნით განხორციელებულ რუტინულ სამუშაოს, მაგალითად, როგორიცაა შესყიდვების პროცესი ან ბიუჯეტის შედგენა. პროცესი არ არის ერთჯერადი საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიიღება კონკრეტული შედეგი, არამედ იგი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული ფუნქციის შესრულება ყოველ ჯერზე. ისეთი პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, მასალის შეძენა, ხშირად პროექტის შემადგენელი ნაწილია.
- პროგრამა: ამ ტერმინით შეიძლება ორი სხვადასხვა სიტუაციის აღწერა. პირველი: პროგრამა შეიძლება იყოს მიზნების ერთობლიობა, რომელიც წარმოშობს კონკრეტულ პროექტებს, თუმცა პროექტისგან განსხვავებით პროგრამა შეიძლება მუდმივად გრძელდებოდეს. მაგალითად, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამა სრულად ვერასოდეს ამოწურავს დასახულ მიზანს (აღნიშნული პროგრამის მუშაობის შედეგად მოსახლეობა ვერასდროს იქნება სრულად დაკმაყოფილებული ჯანმრთელობის ყველა საკითხთან დაკავშირებით), მაგრამ ერთი ან ორი პროექტის განხორციელებით შეიძლება მიღწეულ იქნეს პროგრამის მიზანთან დაკავშირებული კონკრეტული შედეგები (მაგალითად, გულის დაავადების რისკის მინიმიზაციის მიზნით ჩატარებული სამუშაო); მეორე: პროგრამა ზოგჯერ შეიძლება იყოს კონკრეტული პროექტების გაერთიანება. თითოეულ პროექტს თავისი კონკრეტული მიზნები აქვს, რომლებიც საერთო ჯამში ემსახურებიან პროგრამის უფრო დიდ მიზნებს.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი