წვლილი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეიტანოს ჯანდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში არის განუზომელი. იგი შესაძლებლობას იძლევა აქტიურად იყოს ჩართული პაციენტების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის საქმეში. ასევე გაადვილოს დაავადებების პროფილაქტიკა და განკურნება.
ტრადიციულად, ჯანმრთელობის ჩანაწერების, სამედიცინო ლიტერატურის და ისტორიული ტენდენციების ანალიზი უკიდურესად შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ ამ ტიპის ამოცანების გადაწყვეტა სრულად შეესაბამება ხელოვნური ინტელექტის საშუალებებს.
„აიბიემა“ რამდენიმე წლის წინ შექმნა ხელოვნური ინტელექტი უოტსონი, რომელმაც ჩაატარა 1000 კიბოს დიაგნოზის ანალიზი. განხილული შემთხვევების 99 პროცენტით, უოტსონის მიერ რეკომენდებული მკურნალობის გეგმები შეესაბამებოდა პაციენტებს ონკოლოგების მიერ შემოთავაზებულ დანიშნულებას.
მსგავსი ტიპის AI ინსტრუმენტების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს დაავადებების დიაგნოზირებისა და მკურნალობის გზა, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ საჭირო დახმარება უფრო სწრაფად და ეფექტურად. უოტსონი უკვე გამოიყენება საავადმყოფოებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით , რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მთელს მსოფლიოში.
ბრიტანეთში მდებარე გუგლის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში „დიპ მაინმა“ გაანალიზა ერთ მილიონზე მეტი ანონიმური თვალის სკანირება, რათა თავად ესწავლა თვალის დაავადებების ადრეული იდენტიფიცირების ნიშნები.
არსებობს ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიის მრავალი სხვა მაგალითი, რომელიც მედიცინის პრაქტიკაში დახმარების მისაღწევად ხორციელდება. იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტს შეუძლია ჯანმრთელობის ჩანაწერების და სამედიცინო მონაცემების გაანალიზება ადამიანზე გაცილებით მეტი სიჩქარითა და სიზუსტით, მათი გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სიზუსტეს და შეამცირებს ადამიანის შეცდომების ალბათობას დიაგნოზის დასმისას და მკურნალობის გეგმების შედგენისას.
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც განვითარდა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის პერსონიზირებული სამედიცინო დახმარება. სმარტფონების გამოყენებით, ადამიანებს შეუძლიათ შეასრულონ გარკვეული სადიაგნოსტიკო ტესტები საკუთარი სახლიდან. რაც ამცირებს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს და ექიმების და სამედიცინო პერსონალის დატვირთვას. ეს განსაკუთრებით ღირებულია რეგიონებისთვის, სადაც ხარისხიანი და სწრაფი სამედიცინო ნაკლებად ხელმისაწვდომია.
ამასთან, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკმაოდ რთული პროცესია და ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე კითხვა, ეთიკასთან დაკავშირებით. მაგალითად, ვინ არის პასუხისმგებელი, როდესაც პაციენტი იღებს არასწორ დიაგნოზს მათი სმარტფონისგან? ასევე, ვის უნდა შეეძლოს კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაციის მიღება პაციენტის შესახებ, რომელსაც იყენებს მისი სმარტფონი მონიტორინგისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მართლაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. საკმაოდ მალე ჩვენ ვიხილავთ შემდეგ მიმართულებებს:
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე. მონაცემების სწრაფი და ეფექტური ანალიზი საშუალებას მისცემს პაციენტებს უკეთესად აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს სამედიცინო პერსონალი კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.
ხელოვნური ინტელექტი - ლეის რუჰაინენი