https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/99db9932-d2f8-4006-9889-ad7a449c63d5/Annotation_2020-09-02_100500.png

ბიზნესმოდელის ცხრა მოდული იმ მოსახერხებელი ინსტრუმენტის საფუძველია, რომელსაც ბიზნესმოდელის ტილოს ვუწოდებთ.

ეს ინსტრუმენტი ჰგავს მხატვრის ტილოს, წინასწარ გამზადებული ცხრა კომპონენტით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აღწეროთ ახალი ან არსებული ბიზნესმოდელები. ბიზნესმოდელის ტილო ყველაზე თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც იბეჭდება დიდ ზედაპირზე და ადამიანთა ჯგუფები, წებოვანი ბარათების ან დაფის მარკერების გამოყენებით, ერთობლივად იწყებენ ჩანახატების გაკეთებას და ბიზნესმოდელის კომპონენტების განხილვას. ეს არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს აღქმას და საკითხების უკეთ გააზრების საშუალებას იძლევა, ახალისებს შემოქმედებით სულისკვეთბას და გეხმარებათ გაანალიზებაში.