სამიზნე აუდიტორია ის ადამიანია, ვისთვისაც ქმნით პროდუქტსა და მარკეტინგულ პროგრამას. თუ ჯერ კიდევ არა გაქვთ ნათლად წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს თქვენი სამიზნე აუდიტორია, ახლავე შეუდექით ამაზე ფიქრს სხვაგვარად თქვენი მარკეტინგული პროგრამა არაეფექტური იქნება.იმისათვის, რომ სამიზნე აუდიტორიის მოდელი დაამუშაოთ, შეკრიბეთ მათ შესახებ ინფორმაცია – ასაკი, დამსაქმებელი, განათლება, შემოსავალი, ოჯახური მდგომარეობა, ინტერესები, პოლიტიკური საქმიანობა (თუ პოლიტიკოსია), საყვარელი ავტომობილი ან ნებისმიერი რამ, რაც დაგეხმარებათ ამა თუ იმ ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის პორტრეტის შექმნაში; აგრეთვე, განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორიის მოტივაცია: ქაღალდზე ჩამოწერეთ, რა სურთ ამ ადამიანებს და როგორ უნდა დაეხმაროთ მათ მიზნების მიღწევაში. სწორედ მათთვის უნდა შეიქმნას თქვენი მარკეტინგული პროგრამა, მათთვის უნდა იყოს გამიზნული პროდუქტის დიზაინი თუ შინაარსი, რეკლამების განთავსების დრო და ადგილი. თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტად მიიპყროთ სამიზნე აუდიტორიის ყურადღება, თუკი განსაზღვრავთ, რას ამჯობინებს იგი – რაციონალურ ინფორმაციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ემოციურ, პიროვნებაზე ორიენტირებულ მიდგომას თუ მათ დაბალანსებულ ნაზავს.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი