თუ მომხმარებლებსა და ბაზარზე გადიხართ და გაფართოება გჭირდებათ, მიზანში ახალი სეგმენტი უნდა ამოიღოთ. მაგალითად, ჯანდაცვის სწავლებაზე სპეციალიზებული საკონსულტაციო ფირმის აღმასრულებლებს, თუკი მოისურვებენ, ასეთი მომსახურების შეთავაზება არაკომერციული ორგანიზაციებისთვისაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, განსხვავებული მიდგომა და მარკეტინგული პროგრამა იქნება საჭირო, რადგან ეს ორი სფერო საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა რაღაცები (ზოგიერთი საავადმყოფო არაკომერციულია, მაგრამ ბევრი არაკომერციული ორგანიზაცია არ არის საავადმყოფო). ერთის ნაცვლად ორ სეგმენტზე სპეციალიზებით ფირმამ (ნიშა არის ერთი, კონკრეტულ მომხმარებელთა მცირე სეგმენტი) ბაზარზე ნიშის, ანუ პოზიციების შენარჩუნებასთან ერთად, შეიძლება მოახერხოს საერთო გაყიდვების მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც მას საერთო კონკურენციაში უდავოდ მიანიჭებს უპირატესობას.
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი