იგი ორიენტირებულია დაადგინოს, შეიქმნა თუ არა პროდუქტი ან შესრულდა თუ არა მომსახურება წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. ხარისხის შესაბამისობის შეფასება ხდება პროდუქტის ან მომსახურების/სერვისის შედარებით წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია მუდმივად:
- განსაზღვროს ხარისხის რომელი პარამეტრებია მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის
- შექმნას და განავითაროს პროდუქტი და მომსახურება იმგვარად, რომ აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მოთხოვნილებებს
- ჩამოაყალიბოს ისეთი ბიზნეს პროცესები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნება მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებს
- დარწმუნდეს, რომ ბიზნეს პროცესები ნამდვილად შეესაბამება წინასწარ განსაზღვრულ სპეციფიკაციებს