რეკლამის შექმნისას ნამდვილი პრობლემაა იმ უამრავ სატყუარათაგან გამორჩეულის შექმნა, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან მომხმარებლები. მაგალითად, ძალზე ჭკვიანური, კრეატიული ორსვეტიანი საგაზეთო რეკლამა სათაურით, რომელიც ადამიანის ყურამდე აღწევს და მის ყურადღებას იპყრობს, შესაძლოა, გაცილებით სჯობდეს მთელგვერდიან, ოთხფერიან საგაზეთო თუ საჟურნალო რეკლამას, რომელიც საერთოდ ვერ აღწევს მიზანს. იგივე ითქმის რადიორეკლამაზე, რომელიც ახლებური მიდგომით გამოირჩევა და უკეთ გაახსენდება მსმენელს, ვიდრე რეკლამა, რომელშიც უსასრულოდ და მონოტონურად ლაპარაკობენ, მსმენელს კი ვერ აგებინებენ, რატომ უნდა უსმინოს.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი