დაწკაპება (კლიკი) ნიშნავს, რომ თქვენს რეკლამაზე მაუსით დაწკაპების შედეგად მომხმარებელი პირდაპირ თქვენს საიტზე გადადის. თუ ამას სჩადის, ე.ი. თქვენი რეკლამა იმდენად მიმზიდველია, რომ აიძულა იგი, შეეწყვიტა მოქმედება საიტზე, სადაც იმყოფებოდა, და თქვენს საიტზე გადმოსულიყო. ეს ძლიერი სიგნალია.
დაწკაპების კამპანიის მიზანი – თქვენი ვებსაიტისკენ გზის გაკვალვაა. ეს მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საუკეთესო ხერხს – საგაზეთო სათაურების გამოყენებას შეიძლება შევადაროთ. სათაური ხომ მთელ ამბავს არ გადმოგვცემს; ის სათანადო დონეზე მხოლოდ ჩვენს ინტერესს აღძრავს. იმავე ამოცანას ვისახავთ დაწკაპების კამპანიის შემთხვევაში: მომხმარებელში ინტერესის გაღვივებას, რათა მან რეკლამაზე დააწკაპოს და საიტზე გადავიდეს.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი