ადამიანები იმ კომპანიებთან ურთიერთობას ამჯობინებენ, რომლებსაც იცნობენ და ენდობიან, ბრენდები კი ამ ნდობას უზრუნველყოფს.

მნიშვნელობა არა აქვს, პროდუქციას მიჰყიდით კლიენტებს, ინვესტირების შესაძლებლობებს – აქციონერებს, სამუშაო ადგილებს – აპლიკანტებს, კონსულტანტის მომსახურებას – კლიენტს თუ იდეებს – მათი მიღების მსურველთ, ბრენდის წარმატების მთავარი პირობა თქვენი გაყიდვების შეთავაზებამდე, ბრენდის უნიკალური და გააზრებული დაპირების ცნობადობის გაზრდაა.

ადამიანები, რომლებიც იცნობენ თქვენს ბრენდს, მის გამორჩეულ და დადებით თვისებებს, იმთავითვე ხვდებიან, რას უჭერთ მხარს და რა ღირებულებების მიღება შეუძლიათ თქვენგან. შედეგად, როცა გაყიდვების დრო დადგება, ბრენდის მფლობელს შეუძლია, ყურადღება მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე გაამახვილოს – არ დასჭირდება იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს და რა აქვს განსაკუთრებული მის ბრენდს.

ბრენდზე პოზიტიური ცნობადობის გარეშე, მომხმარებელთან ყოველი ცალკეული ურთიერთობისას გიხდებათ იმის ახსნა, რა ღირებულებების მიწოდება შეგიძლიათ მისთვის. როცა ძლიერი ბრენდის მფლობელები გარიგებებს ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე დებენ, სხვები ჯერ კიდევ საკუთარი თავი წარმოჩენას უნდებიან.

ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი