პოტენციური კლიენტის შიში შეიძლება მესამე პირის ინფორმაციის საფუძველზეც აღმოცენდეს. ვიღაცამ, ვისაც იგი ენდობა და პატივს სცემს, შეიძლება უთხრა მას რაღაც ნეგატიური თქვენი კომპანიის, თქვენი პროდუქტის ტიპის ან თუნდაც კომპანიის სხვა წარმომადგენლის შესახებ და ეს მესამე პირი ჩადგება თქვენსა და თქვენს პოტენციურ კლიენტს შორის მტკიცედ ნაგები კედელივით მანამ, სანამ არ დაარწმუნებთ მას, რომ თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება, ვინაიდან სწორედ თქვენ ხართ თქვენი პროდუქტისა და მომსახურების ექსპერტი. მოგიწევთ Gგულმოდგინედ მუშაობა, რომ პოტენციური კლიენტის ნდობა მოიპოვოთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ თქვენი რამდენიმე ძველი, კმაყოფილი კლიენტის რეკომენდაციაც.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი