პროექტის სამუშაოების დაწყებისთვის მზადება შემდეგ დავალებებს მოიცავს:
- ხალხისთვის როლების დანაწილება: გაანაწილეთ პროექტის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებზე შესაბამისი ხალხი და შეათანხმეთ პირობები მათთან და მათ მენეჯერებთან, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი თავისუფალი იქნებიან პროექტზე სამუშაოდ.
- გააცანით პროექტის გუნდის წევრები ერთმანეთს და პროექტს: დაეხმარეთ ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებაში. დაეხმარეთ მათ, პატივი სცენ პროექტის საერთო მიზანს და აუხსენით, თუ როგორ იმუშავებს ერთმანეთთან პროექტის სხვადასხვა განაყოფი.
- გუნდის ყველა წევრის დასაქმება და დავალების ახსნა: გუნდის ყველა წევრს აუხსენით, თუ რა სამუშაოს შესრულებაზე არიან პასუხისმგებელნი და როგორ უნდა მოახდინონ მათ ერთმანეთში კოორდინაცია.
- განუსაზღვრეთ გუნდს მისი მთავარი ფუნქცია: გადაწყვიტეთ, თუ როგორ მოახდინოს გუნდმა ყოველდღიური კომუნიკაცია, მიიღოს პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა გადაწყვეტილება და მოაგვაროს კონფლიქტური სიტუაციები. განსაზღვრეთ პროცედურები და თამაშის წესები, რაც საჭირო იქნება აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად.
- პროექტის მსვლელობისთვის თვალყურის დევნების სისტემის დანერგვა: გადაწყვიტეთ, რა სისტემის (სისტემების) მეშვეობით ადევნებთ თვალყურს პროექტის გეგმა-გრაფიკის მიმდინარეობას, სამუშაოს შესასრულების პროგრესსა და რესურსების ათვისების პროცესს.
- გააცანით პროექტი მთლიან ორგანიზაციას: გააცანით პროექტი მთელი ორგანიზაციის მასშტაბით ყველა დაინტერესებულ პირს. მიაწოდეთ ინფორმაცია პროექტის მოსალოდნელი შედეგებისა და პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღის შესახებ.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი