რეზიუმეში „მე“ ნაცვალსახელის ადგილი არ არის ლოგიკური მიზეზის გამო: სხვა ვისზე უნდა საუბრობდეთ, თუ არა საკუთარ თავზე?

ნაცვლად ამისა:

„მე ვიჩენდი პროფესიონალიზმს, ტაქტსა და დიპლომატიურ მიდგომას მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაძაბულ სიტუაციებში“.

დაწერეთ ეს:

„ვიჩენდი პროფესიონალიზმს, ტაქტსა და დიპლომატიურ მიდგომას მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაძაბულ სიტუაციებში“.

რეზიუმეს სჭირდება მოკლე, მკაფიო განცხადებები. აუცილებელი არ არის ეს განცხადებები სრული წინადადებები იყოს.

ნაცვლად ამისა:

სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი საბუღალტრო სფეროში გაყიდვების ინიციატორად და საქმის მწარმოებლად.

დაწერეთ ეს:

სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი საბუღალტრო სფეროში. ვუძღვებოდი გაყიდვების ინიცირებას და საქმის წარმოებას.

არ მოგატყუოთ მითმა იმის შესახებ, რომ რაც უფრო მაღალფარდოვანი სიტყვებით წერთ, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ მკითხველზე. შეინარჩუნეთ სიმარტივე.

რეზიუმეს წერის დროს შეგიძლიათ მსგავსი შინაარსის განცხადებები ერთ აბზაცში გააერთიანოთ ან თითოეული მათგანი ჩამონათვალის სახით ცალ-ცალკე ხაზზე განათავსოთ.

სამუშაოს ძებნა მარტივად - მაქს მესმერი