ინდივიდუალური საწარმო არის ერთი პირის (ან ოჯახის) მფლობელობაში არსებული საწარმო. ასეთ საწარმოში შესაძლებელია სხვა პირებიც იყვნენ დასაქმებული.რეგისტრაციის ღირებულება და ვადები: ჩვეულებრივი (ერთ სამუშაო დღეში) – 20 ლარი; დაჩქარებული (იმავე დღეს) – 50 ლარი;ქონებრივი პასუხისმგებლობა: სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით;ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია: ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და განცხადებას, რომელშიც უნდა მიეთითოს:
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი (პარტნიორი) ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული მოვალე – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს სპს-ის დამატებით. თუ სპს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მისი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას სპს-ს დამატებით.სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს (თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი).რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირის – პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;
თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე რამდენიმე უფლებამოსილი პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;
რეგისტრაციის ღირებულება და ვადები: ჩვეულებრივი (ერთ სამუშაო დღეში) – 100 ლარი; დაჩქარებული (იმავე დღეს) – 200 ლარი;
ქონებრივი პასუხისმგებლობა: პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია: