პიარის რეალური ღირებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გამოყენებაში მდგომარეობს,
მარკეტინგული სიტუაციების გადასაჭრელად, რეალური პროდუქტისთვის, მომსახურებისთვის, ორგანიზაციებისა თუ ბრენდებისთვის. პიარს შეუძლია იმუშაოს ნებისმიერი სახის ინდუსტრიისთვის, ფლორისტებიდან დაწყებული, დამკრძალავი ბიუროს ჩათვლით, და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროდან, ვიდრე ნაყინამდე. შეტყობინების გასაგზავნად ან მიზნის მისაღწევად, პიარკამპანიით სარგებლობა ნებისმიერ ორგანიზაციას ან პირს შეუძლია. თქვენ არც კი დაგჭირდებათ ლიცენზია ან სპეციალური სერტიფიკატი პიარში – როგორ უნდა მოიქცეთ, ამ წიგნიდან ისწავლით.
აღიარების მოსაპოვებლად, კრეატიული ან უჩვეულო პროდუქტი არ გესაჭიროებათ; უბრალოდ, გჭირდებათ შემოქმედებითი იდეა, რომელიც აკმაყოფილებს ორ კრიტერიუმს:
სათანადოდ შესრულებულ შემოქმედებით პიარს სასწაულის მოხდენა შეუძლია მწარმოებლებისთვის, საბითუმო და საცალო მოვაჭრეების, დისტრიბუტორების, გადამყიდველების, აგენტების, მომსახურების კომპანიების და ნებისმიერი ინდუსტრიის პროფესიული საქმიანობისთვის.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი