აღნიშნულ კითხვაზე არსებობს ფორმალური დაგეგმვის რამდენიმე სასარგებლო არგუმენტი:
- დაგეგმვა უზრუნველყოფს თანამშრომელთა კოორდინაციას. მათთვის თვალსაჩინოა, თუ რა მიმართულება აქვს არჩეული ორგანიზაციას და რა წვლილი უნდა შეიტანოს თითოეულმა მათგანმა დასახული მიზნის მიღწევაში; დაგეგმვის გარეშე, სხვადასხვა დეპარტამენტები და თანამშრომლები შესაძლოა მუშაობდნენ ურთიერთ-გადამკვეთ მიზნებზე;
- დაგეგმვის პროცესი ამცირებს გაურკვევლობებს და აიძულებს მენეჯერებს იაზროვნონ სტრატეგიულად, მზად იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებებისთვის და დროულად მოახდინონ ადაპტაცია ახალ გარემოსთან. რა საკვირველია, გაურკვევლობა სრულად ვერ აღმოიფხვრება და განისაზღვრება წინასწარ, თუმცა, დაგეგმვა ეფექტური რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას იძლევა;
- დაგეგმვა ორგანიზაციას აძლევს საშუალებას თავიდან აიცილოს არარაციონალური ქმედებები და გონივრულად განსაზღვროს შესაძლო გაურკვევლობების საფრთხე;
- დაგეგმვის პროცესში ხდება სტანდარტების შემუშავება, რაც შემდგომ გამოიყენება კონტროლის პროცესში. აღნიშნულით განისაზღვრება, რამდენად მიაღწია ორგანიზაციამ დასახულ მიზანს და რა მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.