- ნუ დაპირდებით იმას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ. თავდაპირველად, თქვენ მიერ დარეკლამებულმა პროდუქტმა შეიძლება, უამრავი ადამიანი მიიზიდოს, მაგრამ მათ, როგორც ერთგულ მომხმარებლებს, დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ, თუ ჰპირდებით იმას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ.
- განსაზღვრეთ გასაყიდი პროდუქტისა თუ სერვისის საუკეთესო თვისებები და რეკლამაში მათზე გაამახვილეთ ყურადღება. დაფიქრდით, რითი განსხვავდება თქვენი პროდუქტი სხვებისგან, რა გამოარჩევს მას კონკურენტების ნაწარმისგან და შემდგომ აქცენტი ამ ნიშან-თვისებებზე გააკეთეთ.
- ეცადეთ, შექმნათ დასამახსოვრებელი სარეკლამო გზავნილი თქვენი პროდუქტისთვის. თქვენი მიზანია, ადამიანმა თქვენს მაღაზიაზე, თქვენს პროდუქტსა და თქვენს პროფესიულ მომსახურებაზე იფიქროს ყოველ ჯერზე, როცა შესაბამისი ნაწარმის შეძენას დააპირებს.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი