სხვადასხვა ბიზნესი ხშირად ერთიანდება, ერთმანეთს ერწყმის, მაგრამ ბრენდი – არა. A ბრენდისა და B ბრენდის შერწყმა არასოდეს მოგვცემს შედეგად A+B ბრენდს. ამის შედეგი იქნება ახალი ტექნიკით შეიარაღებული ბრენდ A-ს ან ბრენდB B-ს ახალი ვერსიები ან სრულიად ახალი ბრენდი – C.
როდესაც შერწყმას ვეხებით, პოლიტიკურად მგრძნობიარე სივრცეში შევდივართ. შერწყმის შესახებ მოლაპარაკებების დროს შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოთ:
- შერწყმა პრაქტიკულად შთანთქმაა? თუ ეს ასეა, მაშინ ერთ კულტურასა და ერთ ბრენდს მეორე მიიკუთვნებს.
- შერწყმის მიზანი ბრენდის გაძლიერებაა თუ ფიზიკური ატრიბუტიკის მოპოვება? თუ მიზანი გაძლიერებაა, ამ ორი ბრენდიდან უფრო ძლიერი მოიპოვებს უპირატესობას.
- თუ შერწყმის შედეგად გადაწყვეტილი გაქვთ სრულიად ახალი ბრენდის შექმნა, შეძლებთ, რომ დასძლიოთ უკვე არსებული ბრენდის კაპიტალის დაკარგვით მოყენებული ზარალი?
ამ კითხვებზე თქვენი პასუხების მიხედვით აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მიდგომებიდან რომელიმე:
- თუ შერწყმის შედეგად ერთი ბრენდი გადარჩება, მიმართეთ მეჩვიდმეტე თავში შემოთავაზებულ რჩევებს ბრენდის გაცოცხლებისა და მისი ახალი, გაუმჯობესებული ფორმით წარდგენის შესახებ.
- თუ შერწყმის შედეგად სრულიად ახალი ბრენდი უნდა შექმნათ, დაიწყეთ ბრენდინგის პროცესი ნულიდან და გაიარეთ ამ თავში მოცემული ბრენდინგის პროცესის შვიდივე საფეხური.
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი