წლის ბოლოს მოგების დაანგარიშების შემდეგ კომპანიის დირექტორს შეუძლია არჩევანი გააკეთოს და აქციონერებს დივიდენდები გადაუხადოს, ან თანხა კვლავ კომპანიაში ჩადოს (კომპანიაშივე ჩააბრუნოს). დივიდენდები აქციონერებისათვის განკუთვნილი ყოველწლიური გადასახადია, რომელსაც ბიზნესების უმეტესობა ყოველ წელს არეგულირებს. დივიდენდებმა ჯამურ თანხაზე მიღებული შემოსავლის 3%-მდე უნდა შეადგინოს, რაც საბანკო ანაბრიდან მიღებულ შესაძლო მოგებასთან შედარების საშუალებას იძლევა. მაგალითად, 2012 წელს იაპონურმა კომპანია Honda Motors-მა მოგებიდან დაახლოებით 2.7 მილიონი დოლარი დივიდენდები გადაიხადა, ხოლო დანარჩენი ნახევარი ისევ ბიზნესს მოახმარა.
მსოფლიოში პირველი დივიდენდი XVII საუკუნეში ჰოლანდიურმა ოსტინდოეთის კომპანიამ გადაიხადა, რომელიც კაპიტალის სანაცვლოდ აქციების გამომშვები მსოფლიოში პირველი კომპანია იყო. იმისთვის, რომ ინვესტორებისათვის აქციების ყიდვისკენ ებიძგათ, ყოველწლიურ გადასახადს (დივიდენდად წოდებულ) დაჰპირდნენ. 1600 და 1800 წლებს შორის ჰოლანდიურმა ოსტინდოეთის კომპანიამ ყოველწლიური დივიდენდების სახით მისი აქციების ღირებულების 18% გადაიხადა.
დიდი წიგნი ბიზნესზე