მომსახურების ხარისხის მახასიათებლები შეიძლება იყოს შემდეგი:
- დრო და დროულობა - მომსახურების მოლოდინის ხანგრძლივობა და მისი დროულად შესრულება. ერთ ღამეში შესასრულებელი შეკვეთა მიწოდებულია თუ არა დანიშნულ ვადაში?
- სრულყოფილება - არის თუ არა კლიენტი სრულად დაკმაყოფილებული, არის თუ არა შესრულებული მისი ყველა მოთხოვნა? მაგალითად, არის თუ არა შეკვეთა კატალოგიდან სრულყოფილად მიწოდებული?
- თავაზიანობა - როგორ ეპყრობიან თანამშრომლები კლიენტებს? რამდენად თავაზიანი არიან ტელეფონის ოპერატორები?
- თანამიმდევრულობა - ყოველ ჯერზე ერთნაირია ჩვენი მომსახურება? მაგ: გაზეთი ყოველ დილით დროულად არის მიტანილი?
- ხელმისაწვდომობა და კომფორტი - რამდენად ადვილადაა მისაღები სერვისი? მაგ: რამდენად სწრაფად პასუხობს თქვენს ზარებს მომსახურე?
- სიზუსტე - რამდენად ზუსტად და სწორად სრულდება სერვისი ყოველ ჯერზე? საბანკო ბარათის ამონაწერი ყოველთვის სწორია?
- საპასუხო მოქმედება - რამდენად კარგად ახერხებს კომპანია მოიქცეს სწორად არასტანდარტულ სიტუაციებში? რამდენად კარგად პასუხობს ოპერატორი მომხმარებლის შეკითხვებს?