ჰენრი მინცბერგის მიხედვით, მენეჯერული როლის ცნება გულისხმობს ქცევებსა და ქმედებებს, რომელიც ახასიათებს მენეჯერს. იგი გამოყოფს სამ როლს: ინტერპერსონალური როლი - მენეჯერული როლის ერთ-ერთი სახე, რომელიც დაკავშირებულია ხალხთან (იგულისხმება, როგორც მენეჯერს დაქვემდებარებული პირები, ასევე ორგანიზაციის გარეთ მყოფი ადამიანები).
ინფორმაციული როლი - ეს მენეჯერული როლი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას, მიღებასა და დამუშავებას. ინფორმაციული მენეჯერული როლი მოიცავს სამ ტიპს: ინფორმაციის მონიტორინგის შემსრულებელი, გამავრცელებელი და წარმომადგენელი. გადაწყვეტილების მიღების როლი - გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას ან არჩევანის გაკეთებას და მოიცავს მეწარმეს, დისტრიბუტორს, რესურსების გამანაწილებელს და მოლაპარაკებების წამყვან პირებს.