მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობის კიდევ ერთი მეთოდი იმის განსაზღვრაა, თუ რა გსურთ თქვენ: ახალი მომხმარებლების შეძენა თუ ძველი მომხმარებლების შენარჩუნება და ზრდა. მარკეტინგულ პროგრამაში შეიძლება ან ერთი დომინირებდეს, ან მეორე, ან, სულაც, თანაზომიერად მუშაობთ ორივე მიმართულებით. უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი მიმართულება – ძველ კლიენტებთან მუშაობა და პოტენციურების მოზიდვა – განსხვავებული გამოწვევებით ხასიათდება. ასე რომ, ცოდნა იმისა, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მომხმარებელთა მოზიდვაში დაგეხმარებათ.
მე პერიოდულად ვიკვლევდი წარმატებულ მენეჯერთა საქმიანობას, ვეკითხე ბოდი მათ თავიანთი მარკეტინგული გამოცდილების შესახებ. აი, პირველი და ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელსაც ვსვამ: „რა საუკეთესო საშუალებას იყენებთ მომხმარებელთა მოსაზიდად?“ მე გამოვარჩიე მარკეტოლოგთა რამდენიმე პასუხი. ისინი ხშირად ამბობენ, რომ კლიენტების მოსაზიდად ყველაზე ეფექტური მეთოდებია:
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი